Saturday, March 26, 2011

პითაგორა და თალესი მათემატიკის ფუძემდებლები

       ბერძენ  ფილოსოფოსს, მათემატიკოსსა და მისტიურ რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელებიდამფუძნებელ პითაგორასსა და სოკრატემდელ ბერძენ ფილოსოფოსს და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთს თალესს მატემატიკის დაფუძნებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვით.
პითაგორას მათემატიკის ძირითადი ცნებაა რიცხვი. ,,რიცხვი – ეს არის სამყაროს კავშირი და კანონი, ძალა, რომელიც ბატონობს ღმერთებზეც და მოკვდავებზეც, პირობა ყოველივე განსაზღვრულისა, ყოველივე შეცნობადისა."პითაგორას სახელს ატარებს თეორემა: მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობი ტოლია კათეტებზე აგებული კვადრატების ფართობთა ჯამის. სამართლიანია შებრუნებული მტკიცებულებაც: თუ სამკუთხედის გვერდები a, b, c აკმაყოფილებენ პითაგორას პირობას:  a2 + b2 = c2, მაშინ სამკუთხედი იქნება მართკუთხა, c გვერდის პირდაპირ მდებარე მართი კუთხით. პითაგორას თეორემა გახდა მათემატიკის სასწავლო კურსის ნაწილი. XIII ს-ის დასაწყისში იგი ისწავლებოდა ევროპის ყველა სასწავლო დაწესებულებაში. რუსეთში მას ასწავლიდნენ პეტრე I-ის მიერ დაარსებულ მათემატიკისა და ნავიგაციის სკოლაში.
საოცარია, მაგრამ თითქმის ყველა ასწლეული უმატებდა ახალ-ახალ დამტკიცებებს ამ მრავალჯერ დამტკიცებულ თეორემას.
თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის ნაშრომებზეპროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში. თალესის სახელს უკავშირდება  5 თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან.:
  1. წრე ორად იყოფა ნებისმიერი დიამეტრის მიერ
  2. ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია
  3. მართობულად გადაკვეილი წრფეების ყველა კუთხე ტოლია
  4. ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათი ორი კუთხე და ერთი გვერდი ტოლია
  5. კუთხე ნახევარწრეში არის მარჯვენა კუთხე
ისევე როგორც თალესი და მისი მიმდევრები პითაგორელებიც ეძებდნენ საგანთა საწყისს. მათი აზრით ყველაფრის საწყისი იყო რიცხვი და რიცხვები. მიიჩნევენ, რომ ეს წინწაწეული ნაბიჯი იყო რადგან საგანთა არსი განიხილებოდა როგორც რაღაც აბსტრაქტული... პითაგორა და პითაგორელები ასევე თვლიდნენ რომ ყველა სხეული იყოფა გეომეტრიულ ფიგურებად ხოლო გეომეტრიული ფიგურები რიცხვებად, აქედანაც გამოდიოდა ის რომ რიცხვი ყველაფრის დასაწყისია. ამ იდეებიდან შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პითაგორა მოღვაწეობდა საყწისის ძებნაში, "მეტაფიზიკა"-ში. რიცხვების შესახებ მოძღვრება "არითმეტიკა"-ში, გეომეტრიულ ფიგურებზე მოძღვრება "გეომეტრია"-ში და სხეულებზე და მათ თვისებებებზე მოძღვრება "ფიზიკა"-სა და "ქიმია"-ში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყველაფრის საწყისი რიცხვია ბევრისთვის ალბათ სამართლიანად აბსურდულია, თუმცა პითაგორა ამ იდეებიდან მივიდა ბევრ საკმაოდ საინტერესო და სწორ დასკვნებამდე.

აღდგომის კუნძული და ეკოლოგიური თვითმკვლელობის თეორია

        წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ამჟამინდელ  ჩილეს ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის კუნძულს ადგილობრივი მცხოვრები „რაპა-ნუის“ ეძახიან. მისი ერთადერთი ქალაქია ხანგა- როაა, კუნძულზე კი სულ 3,7 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეს კუნძული ცნობილია ვულკანური ქანებისგან შექმნილი ქანდაკებებით და უცნაური იეროგლიფებით. ადგილობრივი მოსახლეობის  გადმოცემით ქანდაკებებში არის კუნძულის პირველი მეფის „ჰოტუ_მატუას“  ზებუნებრივი ძალა.
    კუნძულის განსაკუთრებულობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ დასახლებადაა მიჩნეული, უახლოესი დასახლება (კუნძული პიტკერნი) მისგან 1900 კილომეტრს მანძილზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში აღდგომის კუნძულზე აბორიგენი მოსახლეობა განცალკევებულად და დამოუკიდებლად ცხოვრობდა, როგორც ჩანს სწორედ მათი ბრალია, რომ „რაპა-ნუი“ განადგურდა და კუნძული დაცარიელდა. დღეს არსებული ვერსიის თანახმად კუნძულის განადგურება გამოიწვია ხის მასალის გამოლევამ. მოსახლეობა ხე-ტყეს დაუნდობლად ჩეხავდა სხვადასხვა საჭირეობის გამო და მომავალზე არ ფიქრობდა, ეკოლოგიის განადგურებამ კი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ისინი, რომ კუნძულიდან გასვლასაც ვერ შეძლეს რადგან ნავების ასაგებად ხის მასალა აღარ  გააჩდათ, აღდგომის კუნძულზე ისინი ეკოლოგიის განადგურებსთან ერთად უცნაური ქვის ქანდაკებების შექმნითაც იყვნენ დაკავებულნი, როგორც ჩანს ეს საიდუმლოებით მოცული ქანდაკებები მათ X-XI საუკუნეებში დაამზადეს. დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებულ ქანდაკებებს მოაის უწოდებენ, მათი  სიმაღლე 4_დან 10 მეტრს აღწევს და ზოგიერთი მათგანი 90 ტონასაც კი იწონის, მათ გრძელი თავი, წამოწეული ნიკაპი და გრძელი ყურები აქვთ, ყველა ნაგებობა მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. აღსანიშნავია, რომ არცერთ ქანდაკებას არ აქვს ფეხები. აღდგომის კუნძულზე სულ 997 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. ზოგიერთ მათგანს მოწითალო ქუდი აქვს ადგილობრივების თქმით ისნი ბელადები არიან, ზოგიერთი მოაი დაუსრულებელია, როგორც ჩანს „რაპა-ნუის“ მოსახლეობამ ეკოლოგიური თვითმკვლელობის გამო ვერ დაასრულა ისინი. არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება ქანდაკებების აგების მიზეზზე თუმცა სინამდვილე საიდუმლოდ რჩება.
  ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, „ჰოტუ-მატუას“ ძლევამოსილმა კლანმა სახლი დატოვა და ახალი საცხოვრებლის ძებნას შეუდგა აღდგომის კუნძულზე. როდესაც კლანის უფროსი გარდაიცვალა კუნძული მისმა 6_მა ვაჟმა გაიყო, შემდეგ კი მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. კუნძულის მცხოვრებთ დღემდე მიაჩნიათ, რომ ქანდაკებებში ძველი კლანის წევრთა ძალაა დაბუდებული. ეს ლეგენდაც სხვა ვერიების მსგავსად იცვლეა და თავდაპირველი ამბის გარკვევა თანდათან შეუძლებელი ხდება.

   ევროპელთაგან პირველად აღდგომის კუნძულზე ფეხი დადგეს ნიდერლანდელმა მეზღვაურებმა სწორედ მათ აღმოაჩიენს, რომ კუნძულზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ შავკანიანი, წითელკანიანი და თეთრკანიანი ადამიანები. მათვე ნახეს კუნძულზე იეროგლიფებით დაფარული ხის ფირფიტებირონგორონგო რომლებზეც უცნაური იეროგლიფები იყო გამოსახული სამწუხაროდ უმრავლსობა დაწვეს შემორჩენილ ფირფიტებზე წარწერები უცნაურადაა შესრულებული ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ შემდეგ კი პირიქით - მარცხნიდან მარჯვნივ, მათი მნიშვნელობა დღემდე ამოუცნობია.
      ლეგენდების თანახმად წინათ კუნძულზე ბევრად მეტი ადამიანი სახლობდა, თავად კუნძულის ტერიტორიაც უფრო მოზრდილი იყო , თუმცა დროთა განმავლობაში წყალში ეშვებოდა და მის ტერიტორიები ტალღების ქვეშ მოექცა, ლეგენდის სინამდვილეს ამართლებს ის თანამედროვე გათვლები, რამაც დადგინა, რომ მოაის ქანდაკებების დასამზადელად ბევრად მეტ  ადამიანს უნდა ემუშავა, რასაც თანამედროვე კუნძული ვერაფრით გამოკვებავდა, ანუ კუნძული უფრო დიდი და მოსავლიანი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა ზოგიერთ ძველ რუკაზე კუნძულის სიახლოვეს სხვა ტერიტორიებიც არს გამოსახული.
        აღდგომის კუნძული თავის საიდუმლოებებს საიდუმლოდ ინახავს, გაურკვეველია მოსახლეობა, რისთვის აგებდა გიგანკურ ქანდაკებებს ან რას წერდა ხის ფირფიტებ „რონგორონგოზე“ თუმცა ფაქტია რომ მათ თავიანთი მომავალი დაანგრიეს, კუნძულის ეკოლოგიურ პირობებს არ გაურთხილდნენ და საბოლოოდ კუნზულის დატოვება დასჭირდათ, თუმცა ნავების ასაგებად ხის მასალა რადგან აღარ გააჩდათ ესეც ვერ შეძლეს და თითოეულს ოცნებად ქონდა კუნძულიდან წასვლა, შესაძლოა ქანდაკებების აშენებაც ამიტომ გადაწყვიტეს, ალბათ ქვებისგან აგებულ ღვთაებებს ეთაყვანეოდნენ და სთხოვდნენ დახმარებას. მაგრამ არის საპირისპირო მოსაზრებაც თითქოს იმედგაცრუებულმა მოსახლეობამ უკვე აგებული ქანდაკებები დასცეს ძირს ამას მოყვა სამოქალაქო ომები, ურთიერთ მტრობა და როგორც ამ ყველაფერმა ეს ხახლი კანიბალიზმამდე მიიყვანა. ეს ყველაფერი იმიტომ, რო თავის დროზე მათ ეკოლოგია გაანადურეს.